მედიის ცნობით, ბოლივიის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც ცენტრალური ბანკის ფული გადაჰქონდა, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
ელ ალტოს აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან ახლომდებარე გზატკეცილზე გადავარდა და რამდენიმე მანქანა დააზიანა.
ბორტზე არსებული ბანკნოტები კატატსრიფის ადგილის მახლობლად იყო მიმოფანტული. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.