აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის უსაფრთხოების ძალებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ემუქრებათ.
მან ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ TruthSocial-ში გამოაქვეყნა.
მიმართვაში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაანადგურებს ირანის რაკეტებსა და მის სარაკეტო ინდუსტრიას, ასევე ქვეყნის საზღვაო ძალებს.
მისი თქმით, ირანი მალე მიხვდება, რომ ვერავინ შეძლებს შეერთებული შტატების ძალაუფლების გამოწვევას.
ირანის წინააღმდეგ ოპერაციაზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ სიტუაცია უკიდურესად საშიში იქნება და „ყველგან ბომბები ჩავარდება“.