აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუბიო ისრაელში 2026 წლის 2-3 მარტს ჩავა.
ვიზიტის დროს ის ისრაელის მაღალჩინოსნებთან განიხილავს „რეგიონული პრიორიტეტების ფართო სპექტრს, მათ შორის ირანის, ლიბანის და პრეზიდენტ ტრამპის ღაზასთან დაკავშირებული „20-პუნქტიანი გეგმის“ განხორციელების მიმდინარე ძალისხმევას“.