აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს და ამისთვის უკვე ბევრი რამ გააკეთა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის ლიდერმა ამ ძალისხმევაში დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო.
რუბიომ დასძინა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ტრამპი საერთო ჯამში იმედგაცრუებულია.
„მას უბრალოდ არ ესმის, როგორ ვერ თანხმდება ორი ქვეყანა ასეთ სასტიკ, საშინელ და სისხლიან ომში, თუ როგორ დაასრულონ ის... სტივმა (უიტკოფმა) არ ვიცი რამდენჯერ ავიდა საკუთარი ხარჯებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ეს ყველაფერი დაესრულებინა. ამიტომ ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, ვინც ამ საქმეში დიდი ძალისხმევა ჩადო და ვფიქრობ, რომ პრობლემების შემცირებაში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი საკითხი ძალიან, ძალიან რთული რჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრესმდივანმა.