ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და PosTV-ის დასანქცირებას მიესალმება. ამის შესახებ მან "ევროსკოპთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მე ტაშს ვუკრავ და ვულოცავ დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ევროპის პარლამენტში არაერთხელ მოგვითხოვია ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ იგივე გაეკეთებინათ. რადგან ვფიქრობ, არაა სამართლიანი პროპაგანდის არხების არსებობა. ისინი აკეთებენ შავ საქმეს ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირის შემთხვევაში უფრო რთულია გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნდა ჰკითხოთ ბატონ ვიქტორ ორბანს ან მის პარტიას. იცით რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ნავი სანქციების დასაწესებლად. თუმცა ზოგ ინსტიტუციას შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ასეთი პროპაგანდისტული არხების დასაბლოკად. რა თქმა უნდა ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს. ჩვენ მას მალე წარვადგენთ და შევიტანთ შესწორებას. დიდი ბრიტანეთი არის ყინულმჭრელი ამ მიმართულებით," - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.