უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი იპოვის გზებს, რათა გვერდი აუაროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ბლოკირებას, თუმცა იმედოვნებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მსგავს მცდელობებს არ მიმართავს.
„ვიმედოვნებ, რომ ის კოლეგები, როგორიცაა ორბანი, პუტინისა და ლუკაშენკას თანამზრახველები არ გახდებიან. რადგან თუ ის ჩვენთვის იარაღისთვის განკუთვნილ 90 მილიარდს დაბლოკავს - რაც, სხვათა შორის, მისი ფული არ არის - მაშინ, ისტორიული პერსპექტივიდან, ორბანი ფაშისტური რუსული რეჟიმის მოკავშირე გახდება.
ამიტომ, ჩემი აზრით, ბლოკირება არ მოხდება. ევროკავშირი იპოვის გვერდის ავლის გზებს.
„ჩვენ მივიღებთ შესაბამის სახსრებს და შეერთებული შტატები მოგვცემს შესაძლებლობას, შევიძინოთ შესაბამისი იარაღი, რომელიც გვჭირდება და რომელიც ევროპელებს არ აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელთან (ARD) ინტერვიუში.
მან დასძინა, თუ დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება, უკრაინას იგივე რაოდენობის დრონები, რამდენიც რუსეთს.
„შესაძლოა ცოტა ნაკლები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბრძოლის ველზე დრონების რაოდენობაში ბალანსი გვქონდეს... ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. მიზნები დასახულია და მწარმოებლები მათ განახორციელებენ. რა თქმა უნდა, ეს ფულისა და დროის საკითხია“, - თქვა ზელენსკიმ.