დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ერთ-ერთი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები იყო, რომელიც ჟენევაში აშშ-ის შუამავლობით იმართება.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
უკრაინის გარდა, სტარმერმა და ტრამპმა განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების პროგრესი, ასევე ღაზაში არსებული ვითარება.
ღაზის კონტექსტში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე იყო ფოკუსირებული.