რუსეთის ამურის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფა Tu-95-ის ტიპის თვითმფრინავმა განიცადა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევა სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. მათივე განცხადებით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით აღჭურვილი არ ყოფილა. ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟის შვიდი წევრიდან ექვსი დაიღუპა.
OSINT-პროექტ Exilenova+-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.
პროექტმა ინციდენტის ამსახველი რამდენიმე ვიდეოც გაავრცელა, მათ შორის ერთ-ერთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტია დაფიქსირებული.
Telegram-არხი Baza-ს ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, საწვავის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა.