"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი დააკავეს, - იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი დღეს, ოთხშაბათ დილას, 18 თებერვალს სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან.
მათივე ცნობით, ჟურნალისტის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მისი დაკავება.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყებაში 11:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ბრიფინგი უკავშირდება თუ არა ელისო კილაძის დაკავებას.