აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესში ჩართული რომელიმე მხარე იძულოს, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც არ სურს.
„შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ორივე მხარე აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს ამის გაკეთებას... ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ, რომ შეთანხმების მიღწევაში წვლილი შევიტანოთ. არ ვცდილობთ, შეთანხმება ვინმეს თავზე მოვახვიოთ, არ ვცდილობთ, ვინმე ვაიძულოთ, დათანხმდეს იმ შეთანხმებას, რომელიც მას არ სურს. უბრალოდ გვინდა, დახმარება გავუწიოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ომი წარმოუდგენლად დამანგრეველია. მიგვაჩნია, რომ ეს ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ომებს შორის, რაც კი ოდესმე მინახავს, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წევრი გმობს ომის დასრულების მცდელობებს, მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი როლი და ჩართულობა პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა რუბიომ.