აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში ჩავიდა.
ამის შესახებ უნგრეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კეროლაინ სავაჟმა, X-ზე განაცხადა.
დიპლომატმა ვიზიტს აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებისთვის „ისტორიული“ უწოდა.
მისი თქმით, ბუდაპეშტში სახელმწიფო მდივანი უნგრეთის ოფიციალურ პირებთან ენერგეტიკულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავს, რაც დაფუძნებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ თეთრ სახლში ნოემბრის სამიტზე განსაზღვრულ ჩარჩოზე.
უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტამდე რუბიო სლოვაკეთში იმყოფებოდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე ისინი ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე, კერძოდ, ამერიკული კომპანიის მონაწილეობით ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.