ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ამერიკელი მილიარდერი და ილონ მასკი ადგილობრივი კანონების დარღვევასა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან მადრიდში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუწყება Bloomberg
აღნიშნული განცხადება სანჩესსა და მასკს შორის საჯარო დაპირისპირების სერიის ბოლო ნაწილია, რომელმაც გააკრიტიკა ესპანეთის ლიდერის გადაწყვეტილება, აკრძალოს ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება და მისი გეგმები, რომელიც დაახლოებით 500 000 იმიგრანტის ლეგალიზაციას ითვალისწინებს.
„მასკი მილიარდერია, რომელიც მუდმივად არღვევს ესპანეთის კანონებს და აზიანებს არა მხოლოდ მთლიანად საზოგადოების, არამედ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის - ჩვენი ახალგაზრდების,16 წლამდე ასაკის პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც“, - თქვა სანჩესმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ესპანეთმა „სოციალურ მედიაზე კონტროლი უნდა აიღოს, რადგან ფული მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე გამომუშავდება“.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალება სოციალური ქსელები 16 წლამდე ბავშვებისთვის.