შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს მიწასთან გაასწორებს, თუ თეირანი მის მიმართ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს.
Newsnation-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიმართავს უმკაცრეს საპასუხო ზომებს, თუ ირანი მის მუქარას შეასრულებს.
„მე ვაფრთხილებ, თუ რამე მოხდება, მთელი ქვეყანა კვამლში გაეხვევა... მე ძალიან მკაფიო ინსტრუქციები მაქვს გაცემული - თუ რამე მოხდება ისინი აღიგვებიან პირისაგან მიწისა“, - თქვა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი, თეირანის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიციის არქონაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა დაიცვას“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ის გადამწყვეტად უპასუხებდა მაშინაც კი, თუ ირანი არათუ პრეზიდენტს, არამედ ნებისიერ მოქალაქეს დაემუქრებოდა.