საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს. ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს და მონაწილეობის მისაღებად მზადაა“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრებამდე განაცხადა, რომ აშშ შეიმუშავებს გეგმას გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომლითაც ნატო კმაყოფილი იქნება.
„ვფიქრობ, ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ რამეს, რომლითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუმცა ეს უსაფრთხოების მიზნით გვჭირდება. ეს ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვისაც გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნული გეგმის შესახებ სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.