მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას
მანამდე ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 სახელმწიფო და ევროკომისია მიიწვია. მათი ნაწილს საბჭოსთან შეერთების სურვილიჯერ არ გამოუთქვამს.
იუწყებიან, რომ „მშვიდობის საბჭოს“ საქმიანობა მიმართული იქნება მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე, დაწყებული ღაზის სექტორიდან, და ტრამპი მისი თავმჯდომარე იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ საბჭომ შესაძლოა, გაერო-ს მუშაობას ზიანი მიაყენოს.
ისრაელი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ არგენტინას, სომხეთს, ბელარუსს, უნგრეთს, ყაზახეთს, მაროკოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ვიეტნამს, რომლებიც დათანხმდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას.