აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.
„რუსეთის ერთადერთი პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო დარტყმები იყო. სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა. ეს ყველამ იცით“, – წერს ტუსკი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმირ პუტინი, არამედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.