ხელისუფლების მომხრეებს მოგმართავთ! სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თავად ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ლოგიკურია თუ არა დასკვნა, რომ რეჟიმი, რომელიც ბოლო წლებში მართავდა ქვეყანას, იყო კრიმინალური? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ხელისუფლების მომხრეების საყურადღებოდ, რასაც ქვევით ვწერ ეს არ არის არც ოპოზიციის, არც სამოქალო აქტივისტების, არც „დასავლეთის მიერ ნაყიდი ნჯო-შნიკების“, არც „დიფ სტეიტის“ ან „ბრიუსელის ომის პარტიის“ მოსაზრებები, ეს უბრალოდ არის 2025 წლის ბოლოს თავად „ქართული ოცნების“ და მისი სამართლადამცავი სისტემის მიერ „ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ დადებული ფაქტებია!
1. ყოფილი პრემიერ მინისტრი - ჰქონდა უკანონო შემოსავლები და გარეული იყო კორუფციაში;
2. ყოფილი გენერალური პროკურორი - იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, შეკვეთილი მკვლელობის ორგანოზატორი;
3. ყოფილი უშიშროების მინისტრი - მთავრობაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ინტერესების გასატარებლად ქრთამის ამღები;
4. თავდაცვის მინისტრი - კორუფციონერი, ფულს აკეთებდა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში, რითაც ასუსტებდა ქვეყნოს თავდაცვას.
ისევ ხელისუფლების მომხრეებს მოგმართავთ! სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თავად ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ლოგიკურია თუ არა დასკვნა, რომ რეჟიმი, რომელიც ბოლო წლებში მართავდა ქვეყანას, იყო კრიმინალური? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?" - წერს მელაშვილი.