უკრაინა კარგავს მიწებს და მათ მომავალშიც დაკარგავს; ეს არის გეგმა A, გეგმა B და გეგმა C, ამის შესახებრუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩემს უკრაინელ თანამოსაუბრეებს მივმართავ და მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს მათ. და ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. ეს არის გეგმა A, გეგმა B და გეგმა C“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი ჯერ არ მიიჩნევს საჭიროდ იმის დაკონკრეტებას, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომელი სამშვიდობო გეგმაა 90%-ით შეთანხმებული.
„ვფიქრობთ, რომ ჯერ არ არის საჭირო დაზუსტება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, თუ რა სამშვიდობო გეგმა განიხილებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ სამშვიდობო გეგმა 90%-ით იყო შეთანხმებული.