უკრაინამ რუსეთში ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ცნობით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში უდიდესი კომპლექსია, რომელიც წელიწადში 37.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ამუშავებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანას 19 ოქტომბრის ღამესაც შეუტიეს.
გასულ ღამეს დრონებით თავდასხმა ასევე განხორციელდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ტემრიუკის პორტზე. ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის რეზერვუარებს და დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.