25 დეკემბრის შუადღისას, როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქები იყო, გაჩნდა ხანძარი. რეგიონის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დაადასტურა, რომ აფეთქებები საჰაერო დარტყმის შედეგი იყო.
„საჰაერო დარტყმის შედეგად, ნოვოშახტინსკში აფეთქებები მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ინფორმაცია განახლდება. ამჟამად ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა სლიუსარმა.
ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დიდი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა როსტოვის ოლქში.
ქარხანა სპეციალიზირებულია ნავთობის გადამუშავებასა და ნავთობპროდუქტების წარმოებაზე, მათ შორის მაზუთის, გათბობის ზეთის, საზღვაო და დიზელის საწვავის, ბენზინის და ა.შ. ის რუსეთის სამხრეთით ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში 21 აგვისტოსაც მიიტანეს.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინამ ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და ტემრიუკის პორტს.