ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა მ ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი იზოლაციიდან გამოჰყავს და მისი ქმედებების გამართლებას ცდილობს.
ზელენსკიმ, ევროპელი პარტნიორები შესაძლო ნეგატიური გადაწყვეტილების შედეგების შესახებ გააფრთხილა და ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსები მოსკოვის მხარეს თამაშობენ.
მან გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი პოლიტიკოსები აუტსაიდერების როლისთვის არიან განწირულნი.
„ევროპელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ომში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. თუმცა, ევროპაში ზოგიერთ ადამიანს კვლავ სიამოვნებს მოსკოვში ჩასვლა. მაგრამ, მოდით, ვიყოთ გულახდილები, ევროპელების უმეტესობას ესმის, რომ მორალური ღირებულებებისა და ევროპული ინტერესების ღალატი მოსკოვის სასარგებლოდ ვერასდროს გახდება მთავარი ევროპული ტრენდი. ეს ყოველთვის აუტსაუდრების საქმე იქნება და არა ნამდვილი ლიდერების“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინაში ყოველდღიურად სჩადიან დანაშაულებს და ცალკეული ლიდერების მიერ ამის უგულებელყოფის მცდელობები რეალობას არ ცვლის.
„ვერავინ შეძლებს აუხსნას უკრაინელ ბავშვს, რომლის მშობლებიც ამ ომში დაიღუპნენ, რომ ეს აგრესორის ბრალი არ არის და რომ ის არ უნდა შეეხოს შედეგები“, - აღნიშნა მან.
თავის გამოსვლაში ზელენსკის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანზე საუბრობდა.
„ვიქტორის საუკეთესო გამოსვლები და ვიდეოებიც კი ვერ დაარწმუნებს ამ ბავშვს, რომ პუტინი არ არის დამნაშავე. ვერავინ შეძლებს ევროპელ ამომრჩევლებს აუხსნას, თუ რატომ უნდა დაუბრუნოს ევროპამ პუტინს 200 მილიარდი ევრო იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გაანადგურა და ყველა იმ რთული გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ევროპას მოუწია მისი ომის გამო მიეღო“, - თქვა ზელენსკიმ.
უნდა აღინიშნის, რომ ევროკავშირის სამიტის მონაწილეთა შორის ვიქტორი არავინაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის გარდა.