ვიდრე „ალდე“ და მარტა კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.
„არ დავივიწყოთ, რომ ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია „ალდე“ თანამშრომლობს ტერორისტთან. ვიდრე „ალდე“ და მარტა კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია. დღემდე „ალდე“ არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. ასე რომ, საქმე როდესაც გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავთ. მინდა, გამოვყო ერთი საკითხი, ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც აქვთ საქართველოს მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსნებთ, მანამდე პაპუაშვილმა რომ „ალდე“ თუ არ გაემიჯნება ალეკო ელისაშვილის ქმედებას, მის მიერ როგორც „მოქალაქეები“, ისე „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ მოხსენიებული იქნებიან, როგორც ტერორისტის მფარველები.