უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარეს მოუწევს რთულ დათმობებზე წასვლა - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
სახელმწიფო მდივნის ანცხადებით, ომის დასასრულებლად აშშ შეიმუშავებს პოტენციური იდეების ჩამონათვალს, რომელიც დაფუძნებული იქნება კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე.
"ისეთი რთული და მომაკვდინებელი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაშია, მოითხოვს სერიოზული და რეალისუტი იდეების ინტენსიურ მიმოცვლას. მდრადი მშვიდობის მისაღწევად, ორივე მხარეს მოუწევს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა. ამიტომაც, ვამუშავებთ და განვაგრძობთ პოტენციური იდეების ჩამონათვალის შემუშავებას ამ ომის დასასრულებლად, რაც დაფუძნებული იქნება ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.