სელფი მობაიმა ბოლო ერთ თვეში 17 მაკრო სადგური აღიმართა. კოამპანიის ინფორმაციით, ჯამში წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ეს უკვე არის 58 მაკრო სადგური.
“ეს პირდაპირ ისახება დაფარვის არეალის გაფართოებაში, ქვეყნის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ - სელფის კავშირი ახლა არის იქ, სადაც აქამდე არ იყო”, - იტყობინება კომპანია და აღნიშნავს, რომ გრძელდება ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯოებესებაც, რაც ნიშნავს რომ შენ უკეთესი ხარისხის ინტერნეტი გექნება.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად, განახლება მთლიანად სამცხე-ჯავახეთს შეეხო, სადაც 16 სადგურზე მოხდა დამატებით ტექნოლოგიის ჩართვა და ინტერნეტის სიჩქარე 18%-ით გაიზარდა!
“ვაგრძელებთ მუშაობას შენთვის შემდეგი თვის სიახლეებზე. ქსელის განვითარება ჩვენი #1 პრიორიტეტია”, - ამბობენ კომპანიაში.