კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ძალების გაფართოების ფონზე, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს, ჩინეთს და ირანს მიმართა. ამის შესახებ The Washington Post აშშ-ის მთავრობის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მოსკოვისადმი თხოვნა წერილის სახით იყო წარდგენილი, რომელიც რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის „მაღალი რანგის თანაშემწეს“ უნდა გადაეცა.
დოკუმენტების თანახმად, მადურომ წერილი ასევე მისწერა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელშიც ორ ქვეყანას შორის „გაფართოებულ სამხედრო თანამშრომლობას“ ითხოვდა „შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის დაძაბულობის ესკალაციის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის მინისტრმა რამონ სელესტინო ველასკესმა ასევე ცოტა ხნის წინ კოორდინაცია გაუწია ირანიდან სამხედრო აღჭურვილობისა და დრონების მიწოდებას, ქვეყანაში ვიზიტის დაგეგმვისას.