ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა.
"მინდა ყველას გამოვუცხადო სოლიდარობა, ვინც რეჟიმმა დაიჭირა. ამ იზოლატორში არაერთი ადამიანია, ვინც პროტესტის გამო დააპატიმრა ივანიშვილის რეჟიმმა. მინდა, ვთქვა ის, რაც ყველაზე მთავარია - ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ეს ე.წ კანონები, რომლებსაც იღებენ, ეს ვითომ კანონები ვერ გააჩერებს პროტესტს, რომელიც საქართველოშია და ეს აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ეს იქნება ამ ყველაფრის ფინალი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვძლიერდებით, ნებისმიერი შემოტევა ამ თუ სხვა ფორმით რეჟიმისგან, არის განწირული. ჩვენი მოწოდებაა ყველას მიმართ - ბრძოლა ბოლომდე და ეს ბრძოლა ბოლომდე საბოლოო ჯამში ნიშნავს გამარჯვებას და მე ამაში დარწმუნებული ვარ"- თქვა სანაიამ მედიასთან საუბრისას.
ვახო სანაია დროებითი დაკავების იზოლატორში 6 დღე გაატარა. რამდენიმე საათის წინ იზოლატორი დატოვა ფორმულას კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა.