სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების განმარტებით, ერთ-ერთი მოქალაქე იმიტომ დააკავეს, რომ ის მათ ლანძღავდა.
გვლანძღავდა, გვაგინებდა უშვერი სიტყვებით," - განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ამასთან, სასწრაფო დახმარების მანქანამ რუსთაველის გამზირიდან, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მოქალაქე გადაიყვანა. ის, სავარაუდოდ, პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავდა.