გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი წულაია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, იგორ ნარმანია წერს.
"დაკავებულია გიორგი წულაია, გზის გადაკეტვაზე დავაკავეთო “მილიციელებმა", - წერს სოციალურ ქსელში იგორ ნარმანია.
წულაიას დაკავების შესახებ ცნობას ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობაც".
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი წულაია დააკავეს.
გიორგი წულაია სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს და სასამართლოში გადაიყვანეს.
სასართლო პროცესი ამ წუთის მდგომარეობისთ ჩანიშნული არ არის,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.