ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გამოცემის ცნობითვე, ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემთხვევის დეტალები უცნობია.
გავრცელებული ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო