დაკავებული აქტივისტი თემურ სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
თემურ სარალიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე „ნიღბისმაგვარი საშუალებით სახის დაფარვას“ ედავებოდა.
პროგრამისტი თემურ სარალიძე პოლიციამ საკუთარ სახლთან დღეს დააკავა.
ამ დროის მონაცემებით, ჯამში დღეს პოლიციამ 5 პირი დააკავა:
თეიმურაზ სარალიძე
ქეთა ციცქიშვილი
თამარ თოთლაძე
საბა ჯაფარიძე
ნინო ბერუაშვილი
ფოტო: პუბლიკა