პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არავინ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისზე, რათა მან რუსეთს ტერიტორიიები დაუთმოს. მისი თქმით, ამის ნაცვლად, ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე.
„არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოახდინოს ზელენსკისზე ზეწოლა ტერიტორიული დათმობების საკითხთან დაკავშირებით. ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეაჩეროს თავისი აგრესია. დათმობები არასდროს ყოფილა გზა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ,“ - წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, Financial Times იუწყება, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ რუსეთის პირობები მიეღო და გააფრთხილა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის „განადგურებით“ დაემუქრა, თუ ის ამ პირობებს არ შეასრულებდა.