აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ შეხვდება.
ამის შესახებ Financial Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა სამ წყაროზე დაყრდნობით X-ზე დაწერა.
მილერის თქმით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პოტენციური შეხვედრა შესაძლოა პარასკევს, 17 ოქტომბერს გაიმართოს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლოს ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს სექტემბრის ბოლოს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდნენ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ორი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლებიც, კერძოდ, ამერიკული Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას ეხებოდა.
გარდა ამისა, უკრაინის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებთან ერთკვირიან მოლაპარაკებებს იწყებს.