ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისზე განაცხადა.
კირცხალია გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ამ ადამიანმა, ე.წ. პოლიტიკოსმა, გაბედა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით ჭრილში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა კუთხით – როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამით შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აყენებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, იმ ქვეყნის დარჩენილ მოსახლეობას, რადგან კარგად ვიცით, იძულებითი მიგრაციის დონე რაც არის უკრაინაში; იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის მიმართაც ძალადობრივ გაწვევას ფრონტის ხაზზე ყოველდღიურ რეჟიმში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის როგორი მოტაცება ხდება ქუჩებიდან. როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე ხმას იღებს და ნახოს, სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით – ეს იქნება კორუფცია, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა, შემდეგ ასევე ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას ამ მარიონეტმა, სად არის ჩვენი ქვეყანა და შემდეგ ისაუბროს. ვიდრე გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: "ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს.