პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საჰაერო სივრცეს.
რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევების ზრდის ფონზე, ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი „უყოყმანოდ მიიღებს გადაწყვეტილებას მფრინავი ობიექტების ჩამოგდების შესახებ, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიას დაარღვევენ და პოლონეთის თავზე გადაიფრენენ“.
„ეს საკითხი არ განიხილება“ - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს, თუმცა „არა სრულიად მკაფიო“ სიტუაციებში, როდესაც ინციდენტები პოლონეთის ტერიტორიული წყლების გარეთ ხდება, გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
ამასთან, პოლონეთიოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მუშაობს მოკავშირეებთან და მზად არის „ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ობიექტის განადგურებას, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდეს“.
„მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.