სასამართლომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა. დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დათაშვილი დღევანდელ სხდომასაც გადაიდო.
პროკურორების მტკიცებით, კვლავ არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
შემდეგი სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
დათაშვილი 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.