დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება არ მოითმენს პოლიციელებზე თავდასხმებს და ნაციონალისტური მოძრაობების მიერ ინგლისისა და ბრიტანეთის დროშების სიმბოლოებად მითვისებას. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 13 სექტემბერს ლონდონში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის კომენტირებისას გააკეთა.
„ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, ეს ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირებულებებია. თუმცა, ჩვენ არ მოვითმენთ პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ან იმას, რომ ადამიანებმა შიში იგრძნონ ქუჩებში მათი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო“, - აცხადებს სტარმერი.
სტარმერმა დიდ ბრიტანეთს „ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და პატივისცემის პრინციპებზე აგებული ერი“ უწოდა.
„ჩვენი დროშა ჩვენი მრავალფეროვნების სიმბოლოა და ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ის მიითვისონ მათ, ვინც მას ძალადობის, შიშისა და განხეთქილების სიმბოლოდ იყენებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
13 სექტემბერს, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 150 000 ადამიანი მონაწილეობდა. ის ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია English Defence League-ის დამფუძნებელის, ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული.
პოლიციის ცნობით, 26 პოლიციელი დაშავდა, 25 ადამიანი დააკავეს , თუმცა მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება.