საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების ბრძანება გასცა. ამის შესახებ მაკრონი Х-ზე წერს.
მაკრონმა განაცხადა, რომ ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დაჰპირდა, რომ მოკავშირეებთან ერთად პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ერთობლივად დასაცავად სამ Rafale-ს განათავსებდა.
მისივე თქმით, რომ ეს საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან განიხილა, „რომელიც ასევე აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაშია ჩართული“.
„ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არ დავექვემდებარებით რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მანამდე გერმანიამ გამოაცხადა მზადყოფნა, გააძლიეროს თავისი ყოფნა ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვარზე რუსული დრონების პოლონეთში შეღწევის საპასუხოდ.
Reuters-ის ცნობით, პოლონეთის არმიის წარმომადგენლები უკრაინაში დრონების ჩამოგდების ტექნიკის შესასწავლად გაემგზავრებიან.