ყოფილ თანამდებობის პირებს ძალიან სერიოზული კომპრომატები აქვთ ერთმანეთზე, როგორც ჩანს, მათ შორის, პირადად ბიძინა ივანიშვილზე, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაც სწორედ შიშის გამოვლინებაა.
"კლანური მმართველობა გავიდა ბოლომდე ივანიშვილის კონრტოლს მიღმა, ამდენი უკანონო თვალთვალის და მიყურადრების შედეგად, ამ ყოფილ თანამდებობის პირებს ძალიან სერიოზული კომპრომატები აქვთ ერთმანეთზე, როგორც ჩანს, მათ შორის, პირადად ბიძინა ივანიშვილზე. მე ახლა პატარ-პატარა პაიკებს არც ვასახელებ, როგორიც ეს მხდალი მდინარაძეა, რომელიც ვითომ ძალიან გამბედავია, პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერს და ამით დაუმტკიცებს თავის ვაჟკაცობას ივანიშვილს, სინამდვილეში არის უკიდურესად მხდალი. კლანური დაპირისპირებები იმდენად ივანიშვილის კონტროლს მიღმა გავიდა, რომ მას პარანოიულად ეშინია, რომ ამდენი წლის დაგროვილი კომპრომატები გამოჟონავს და ეს გამოიწვევს ხალხის ისეთ ბრაზს, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ვერანაირი ხარება, თუ მისი ჩამნაცვლებელი. ეს კი ჩამოშლის საბოლოოდ, უკვე ჩამოშლის ზღვარზე მყოფ რეჟიმს. სწორედ ამაზე მეტყველებს ჩემი აზრით, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება", - განაცხადა ბოკუჩავამ.