მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
კალაშის შტაბთან ხმაური იყო.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "რუსებო, რუსებო, მონებო" .
შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი.
შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს დარუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისინი საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა გათავისუფლებას ითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 282-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.