სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
მედიის ცნობით, მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციურიდან წარმოდგენილი ცნობაც ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზზე.
საქმის განხილვა 17 სექტემბერს 15:00 საათზე გაგრძელდება. შესაბამისი შუამდგომლობად პედაგოგის ადვოკატებმა დააყენეს.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.