აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს. ამის შესახებ მარკო რუბიო სიციალურ ქსელში წერს.
რუბიოს თქმით, სანქციები წესდება ამერიკელების და ისრაელელების მიმართ მიმდინარე მუქარის პასუხად.
„საერთაშორისო სასამართლოს სასამართლო აგრძელებს ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფას და სამართლებრივ თავდასხმებს ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების მიმართ გამოძიების, დაპატიმრების, დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მცდელობებით. პასუხად, ვაწესებ სანქციებს საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ოთხ პირზე. ჩვენ გავაგრძელებთ ყველას პასუხისგებაში მიცემას, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო სასამართლოს მორალურად გაუმართლებელ და სამართლებრივად უსაფუძვლო მოქმედებებზე ამერიკელებისა და ისრაელელების წინააღმდეგ“, – წერს რუბიო.