9 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ - უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
გვარამიას თქმით, საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” უნდა დაანახოს, რომ “სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს”.
“19 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტთან და მივდივართ მსვლელობით რუსთაველისკენ. უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ თავების მთვლელ რეჟიმს გაუტეხლობა და სიმამაცე!
დავანახოთ, რომ სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეარყევს!
დავანახოთ, რომ არ დავუთმობთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს - ევროპას!
დავანახოთ, რომ მომავალი ჩვენია!
მე ვერ მოვდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!”,- ნათქვამია გვარამიას წერილში.
ცნობისთვის, ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით ხვალ, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.