რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია მის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.
"რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.
მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!
p.s. ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს!
p.p.s. რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა". სამწუხაროა", - წერს გვარამია.