ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი იყო ყველასთვის, ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მხოლოდ ფილტვია დაზიანებული.
„მოგეხსენებათ, რომ თორნიკე რიჟვაძე გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკლებლივ ყველაფერი უკეთდება თორნიკე რიჟვაძეს. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი შეიძლება ასე იყოს. ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა...
ერთი ჭრილობა გახლავთ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ჭრილობა" - ამბობს მიხეილ სარჯველაძე“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.