ისრაელის მომლაპარაკებელთა ჯგუფი კატარში გაემგზავრება მძევლების თაობაზე მოლაპარაკების დასაწყებად, თუმცა ისრაელში აცხადებენ, რომ ჰამასმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისრაელისთვის მიუღებელი წინადადებები წამოაყენა. იუწყება The Times of Israel
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ისრაელის მომლაპარაკებელთა ჯგუფი კვირას კატარში გაემგზავრება მძევლების საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად.
„შესწორებები, რომელთა შეტანასაც ჰამასი კატარის წინადადებაში ცდილობს, გუშინ ღამით გადმოგვცეს და ისრაელისთვის მიუღებელია,“ - აღნშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცახდებაში.
Times of Israel-ის წყაროს ცნობით, რომელიც მედიაციის მცდელობებშია ჩართული, „ჰამასი“ სამ მნიშვნელოვან ცვლილებას ითხოვს: გაითვალისწინებული იქნას წინადადება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევამდე;
დახმარების სრული აღდგენა გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი მექანიზმების მეშვეობით;
ისრაელის თავდაცვის ძალების უკან დახევა იმ პოზიციებზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მარტში ზავის ჩაშლამდე დაიკავეს.
2 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა ღაზის სექტორში საბოლოო 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას და იმედი გამოთქვა, „რომ ჰამასი მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან საქმე არა უკეთესობისკენ, არამედ უარესობისკენ წავა“.
4 ივლისის საღამოს, ჰამასის მებრძოლები ღაზის სექტორში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე დათანხმდნენ.