დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს, მათ შორის გამანადგურებლებს, აგზავნის რეგიონის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრნა კირ სტარმერმა განაცხადა. იუწყება Reuters.
„ჩვენ რეგიონში ძალებს, მათ შორის გამანადგურებლებს, ვაგზავნით, რათა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში მხარდაჭერა უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა სტარმერმა.
დიდ ბრიტანეთს ახლო აღმოსავლეთში უკვე ჰყავს მოიერიშე თვითმფრინავები ერაყიდან და სირიიდან მომდინარე საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
პრემიერის თქმით, ეკიპაჟებმა განლაგება 13 ივნისს დაიწყეს, რეგიონში ვითარების მკვეთრად გაუარესების ფონზე.