ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დასავლეთ იემენის სამი საპორტო ქალაქი გააფრთხილა მოსალოდნელი საჰაერო დარტყმების შესახებ და მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა. იუწყება The Times of Israel
სოციალურ ქსელში, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრიმ, იემენის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რას-ისის, ჰოდეიდისა და სალიფის პორტებზე შესაძლო საჰაერო დარტყმების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ ჰუსიტები ამ პორტებს ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებენ და ამიტომ მოუწოდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და შემდგომ შეტყობინებამდე არ დაბრუნდნენ.
„იმის გამო, რომ ტერორისტული ჰუსიტების რეჟიმი პორტებს თავისი ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებს, მოვუწოდებთ ამ პორტებში მყოფ ყველა პირს, დატოვონ ტერიტორია და მათივე უსაფრთხოებისთვის შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ უკაბ დაბრუნებისგან “, - დაწერა ადრიმ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მსგავსი გაფრთხილებები ადრეც გააკეთეს და რამდენიმე დღის შემდეგ ტერორისტებზე თავდასხმა განახორციელეს.
„იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ისრაელის ბოლო საჰაერო დარტყმების შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით შვიდი ბალისტიკური რაკეტა და სულ მცირე ერთი დრონი ისროლა,“ - წერს გამოცემა.