აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების შემცირებას გეგმავს.
ამის შესახებ ჰეგსეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტზე განაცხადა.
როდესაც დემოკრატმა კონგრესმენმა ჯოზეფ მორელმა უკრაინისთვის დახმარების დაფინანსების შესახებ ჰკითხა, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ „ამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შემცირდება“.
„როგორც იცით, ამ ადმინისტრაციას კონფლიქტის [უკრაინის ომის] მიმართ სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი მოგვარება ორივე მხარისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, განსაკუთრებით მსოფლიოში არსებული ყველა დაპირისპირების გათვალისწინებით“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის „გამარჯვება“ ომში ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული და „არც მისკენ მიმავალი გზა“.
„შედეგად, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ მიმავალი გზით, რომელიც შეწყვეტს მკვლელობებსა და სისხლისღვრას“, - თქვა ჰეგსეთმა.