მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტი ალბინა კორძაიას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
კორძაიას თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან. თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქტივისტები მის სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.