აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილონ მასკს „სრულიად აქვს გონება დაკარგული“.
ტრამპის თქმით, მასკს მასთან დაკავშირება სურს, თუმცა ის არ არის დაინტერესებულ მასთან საუბრით.
როდესაც ჟურნალისტმა მილიარდერთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ჰკითხა, ტრამპმა ირონიულად იკითხა: „გულისხმობთ გონებადაკარგულ კაცს?“ და დაამატა: „ამჟამად, განსაკუთრებით არ მაინტერესებს მასთან საუბარი “.
ილონ მასკსა და დონალს ტრამპს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით".
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.